კლიჩკოს წასვლა ურჩიეს

AutoSharing Option
გერმანელი ნეიროქირურგი იონათან დეგენი სუპერმძიმეწონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოს კარიერის დასრულებას ურჩევს, რადგან მოკრივის ქცევაში საეჭვო სიმპტომები შეამჩნია. დეგენი მოძრაობის ფუნქციათა დარღვევისა და პარკინსონის ავადმყოფობის ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ.

"ვიტალი კლიჩკომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კარიერა, - ამბობს დეგენი "ბილდთან" ინტერვიუში. - ყველა მეტოქეს ვერ მოუგებ. ვიტალი უკვე გახდა ადამიანი-ლეგენდა და ახლა, ჯანმრთელობას უნდა მიხედოს. ადამეკთან ბრძოლის დროს და შემდეგ პრესკონფერენციაზე, მე, როგორც სპეციალისტმა, ყურადღება მოვაქციეს ვიტალის მოძრაობას. რინგზე მას უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უმწეო მეტოქეს ერთი აქცენტირებული დარტყმაც
ვერ მიაყენა, რომელიც ადამეკს ნოკაუტში ჩააგდებდა. მას უბრალოდ უჭირს საკუთარი სხეულის კოორდინირება. დარტყმების ნაცვლად პოლონელი ძლიერად ხელის კვრას იღებდა. ვიღაც ამბობს, რომ საქმე ვიტალის ცუდ ტექნიკაშია, მაგრამ ცალსახად ვამტკიცებ - ეს ნევროლოგიაა. გავიხსენოთ მისი ბრწყინვალე ბრძოლები ლუისისა და ჯონსონის წინააღმდეგ - ნუთუ მას ჩხუბი დაავიწყდა?

ასევე დავაკვირდი ვიტალის მეტყველების მანერას და ის ბრძოლისწინა პრესკონფერენციას შევადარე. ქცევაში სხვაობა ძალიან დიდია. ამ საკითხს საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდი და შემიძლით ასეთი დასკვნა გავაკეთო: რინგზე გატარებული მრავალი წლის შემდეგ, მოკრივეთა უმრავლესობას უვითარდება ე. წ. ტრანზიტორული დარღვევები. ადამიანი გარეგნულად ჯანმრთელი ჩანს, მაგრამ ორგანიზმის მდგომარეობა... პირველ რიგში, ლაპარაკია ამნეზიის ხშირ გამოვლინებებზე, რაც იწვევს გონების დაბინდვას, მოძრაობის შენელებასა და ფუნქციის დარღვევას. ეს ყველაფერი ცხადად ჩანს: დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ მოკრივეები - შენელებული მეტყველება, ლოგიკას მოკლებული სიტყვათა წყობა..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული