დონ კინგის კიდევ ერთი კლიენტის, ცნობილი რუსი მძიმეწონოსნის ნიკოლაი ვალუევის კარიერას საფრთხე დაემუქრა. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ტრავმირებულ მარცხენა მხარსა და მარჯვენა ხელის სახსარზე ოპერაცია ესაჭიროება. ამის შესახებ გერმანულ გაზეთ "ბილდს" ვალუევის ექიმმა ვალტერ ვაგნერმა აცნობა.
ვაგნერმა აღნიშნა, რომ რუსი გიგანტის ძვლები და სახსრები სერიოზულად არის დაზიანებული. ამასთან, მან დაამატა, რომ ოპერაცია კრივზე ნახევარი წლით უარის თქმას ნიშნავს. შესაძლოა, რუსს საერთოდ კარიერის დასრულება მოუწიოს.
თავად ვალუევი, რომელიც 21 აგვისტოს 37 წლის გახდა, ასევე ეჭვის თვალით უყურებს თავის საკრივო კარიერას. მისი სიტყვებით,
პროფესიულ რინგზე ნიკოლაი ვალუევს 52 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 50-ში გამარჯვებას მიაღწია. ის ორჯერ ფლობდა ჩემპიონის ტიტულს WBA-ის ვერსიით. ბოლოს საჩემპიონო ქამარი რუსმა 2009 წელს ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ბრძოლაში დათმო.