მეივეზერმა სასამართლო წააგო

AutoSharing Option
თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს კანონთან პრობლემები არ ელევა.

ამერიკელს სასამართლოში უჩივლა ვინმე ენტონი დეშმა, რომელმაც ფლოიდი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ 2005 წელს მეივეზერი მონაწილეობას იღებდა რესტლინგის ტურნირში და რინგზე გამოსვლის დროს ისმოდა სიმღერა, რომელიც დეშის მიერ იყო დაწერილი. კომპოზიტორმა ეს საკუთარი უფლებების დარღვევად მიიჩნია, რადგან მეივეზერს არ უთხოვია მისთვის კომპოზიციის გამოყენება.

სასამართლომ მოკრივე დამნაშავედ სცნო და 40-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო იძულებითი მუშაობა მიუსაჯა.

თუმცა ამით მოკრივის
სასამართლო გარჩევები არ სრულდება. 21 დეკემბერს გაიმართება სასამართლო სხდომა საქმეზე, რომელშიც ფლოიდის ყოფილი შეყვარებული მოკრივეს თავდამსხმაში სდებს ბრალს. თუ მეივეზერის ბრალეულობა დამტკიცდა, მას 34-წლიანი პატიმრობა დაემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული