ჩემპიონის 225 კილოგრამი კოკაინი

AutoSharing Option
პუერტო რიკოს პოლიციამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ივან კალდერონის სახლში 225 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა. ნარკოტიკების მსხვილი პარტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს, ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა იპოვნეს. კალდერონის სახლი ქალაქ უმაკაოში ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.

კალდერონმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ნაპოვნ ნარკოტიკებთან. 36 წლის მოკრივის თქმით, სახლი უმაკაოში მას ეკუთვნის, თუმცა პოლიციას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, ცხოვრობდა თუ არა იქ მოკრივე ან აქირავებდა თუ არა საკუთარ სახლს.

როგორც ინტერნეტგამოცემა Fightnews.com-მა დაწერა, კალდერონის უდანაშაულობის
შესახებ მისმა პრომოუტერმა პიტერ რივერმაც განაცხადა. მისი სიტყვებით, პუერტორიკოელი მოკრივე ძალიან გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ მის სახლში ნარკოტიკები აღმოაჩინეს.
დაუდასტურებელი ინფორმაცის თანახმად, კალდერონის სახლში ჩხრეკა იმ გამოძიების ნაწილია, რომელიც მაიამიში მიმდინარეობს და რომლის დროსაც დაკავებულ იქნა ნარკომოვაჭრე, რომელიც აშშ-ში კოკაინის გადატანით იყო დაკავებული.

ივან კალდერონმა პროფესიული კარიერა 2001 წელს დაიწყო. თავის დროზე, ის მსოფლიოს ჩემპიონი იყო 47,6 და 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. სულ პროფესიულ რინგზე 38 ბრძოლა ჩაატარა, 35 მოიგო (6 ნოკაუტით), ორჯერ დამარცხდა და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. კარიერაში თავისი ბოლო შეხვედრა წელს 29 ოქტომბერს ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული