ჩემპიონი მარიხუანას ეწევა

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, კუბელმა ხოელ სოტომაიორმა ამერიკელ ტიმოტი ბრედლისთან ბრძოლის შემდეგ დოპინგ-ტესტი ჩააგდო. ეს შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. დოპინგ-ტესტის ანალიზის შედეგად, კასამაიორი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო.

ნევადას შტატის ათლეტური კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა კიტ კაიზერმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია საქმეს აღძრავს 40 წლის კასამაიორზე. დაინიშნება მოსმენის თარიღი, რომელზეც მოკრივეს ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს. კაიზერის თქმით, თუ სპორტსმენის ბრალულობა დამტკიცდება, მას ფულად ჯარიმას დააკისრებენ და დისკვალიფიკაციას მისცემენ. მაქსიმალური ჯარიმა, რომელიც კასამაიორს ემუქრება - 100 ათასი დოლარია.

კასამაიორი 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადის ჩემპიონია,
1996 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა. პროფესიულ რინგზე
კუბელმა 45 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 38, ექვსჯერ დამარცხა და ერთხელ ფრედ დაასრულა შეხვედრა. ხოელი ორ წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი - 50 და 61.2 კილოგრამში.

ბრედლისთან ბრძოლაში თამაშდებოდა WBO-ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 63.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. შეხვედრის წინ კუბელს პრობლემები შეექმნა წონის დაგდებასთან დაკავშირებით. პირველ აწონვაზე მოკრივე 400 გრამით მძიმე იყო დაშვებულ ლიმიტზე და საჭირო წონამდე ორი საათის შემდეგ მხოლოდ განმეორებითი აწონვისას დავიდა.

ბრედლისთან ბრძოლაში კასამაიორი სამჯერ - მეხუთე, მეექვსე და მერვე რაუნდებში აღმოჩნდა ნოკდაუნში. მესამე ნოკდაუნის შემდეგ კუბელის კუთხიდან პირსახოცი ისროლეს და რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული