ოლიმპიადაზე მოკრივე ქალებს მინიკაბები ეცმევათ

AutoSharing Option
სუსტი სქესის წარმოამდგენლებს ლონდონში, მოკრივეთა ოლიმპიურ ტურნირზე მინიკაბებში გამოსვლა შეეძლებათ. ამ საკითხს სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მომავალი წლის იანვარში განიხილავენ.

ქალთა კრივს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში დებიუტი ექნება და ჯილდოთა სამი კომპლექტი გათამაშდება. ამ დროისთვის ჩაცმულობის აკრძალვები არ არსებობს და ქალებს რინგზე მინიკაბებით გამოსვლა შეუძლიათ. ასეთი ეკიპირებით, მაგალითად, რუმინეთის და პოლონეთის ნაკრებები ასპარეზობენ. არაა გამორიცხული, რომ მინიკაბები ლონდონის სატესტო წინაოლიმპიურ ტურნირზეც ვიხილოთ, რომელიც ლონდონში მიმდინარე კვირაში გაიმართება.

თავის დროზე ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა სუსტი სქესის ფეხბურთელთა
უფრო ქალურად ჩაცმის იდეა წამოაყენა. "დაე, ქალები მოდანზე უფრო ქალურ ტანსაცმელში გამოვიდნენ, ვიდრე მამაკაცები", - თქვა მაშინ ბლატერმა.

თუმცა მინიკაბებს მოწინააღმდეგენი თავად ქალ მოკრივეებს შორის გამოუჩნდნენ. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ირლანდიელმა მერი ტეილორმა განაცხადა, რომ რინგზე მინიკაბას არასდროს ჩაიცვამს. "მინიკაბებს კლუბებშიც არ ვიცვამ და მითუმეტეს, ასე რინგზე არ გავალ", - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული