კლიჩკოები მიუზიკლს იღებენ

AutoSharing Option
პროფესიულ კრივში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონები, უკრაინელი ძმები ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები შოუ-ბიზნესში ცდიან ბედს. ისინი თანაპროდიუსერები არიან მიუზიკლისა, რომელსაც როკი ბალბოაზე შექმნილი ფილმების მოტივებზე გადაიღებენ.

"როკის" ექვსივე ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე ასრულებდა. ისიც კლიჩკოებთან ერთად მიუზიკლის პროდიუსერი გახლავთ. "როკის" მუსიკალური ვერსიის პრეზენტაცია გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა. პრემიერა ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მომავალ წელს არის დაგეგმილი.

მოკრივე როკი ბალბოაზე ექვსი ფილმი 1976-2006 წლების პერიოდში შეიქმნა, თუმცა მიუზიკლს საფუძვლად უდევს სერიალის პირველი ნაწილი, რომელმაც, თავის
დროზე სამი "ოსკარი" და ერთი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა. არაოფიციალური მონაცემებით, მიუზიკლის ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია.

ძმები კლიჩკოები და სტალონე დიდი ხანია მეგობრობენ. ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი იმედოვნებს, რომ მიუზიკლი "როკი" კომერციულად ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წელს ეკრანებზე გამოსული ფილმი ძმები კლიჩკოების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული