ვიტალის ულტიმატუმი

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ სამი კვირა მისცა ბრიტანელ დევიდ ჰეის იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გაარკვიოს - დაასრულებს კარიერას თუ რინგზე საბრძოლველად გავა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ.

ამის შესახებ გაზეთ "დეილი მეილს" უკრაინელი მოკრივის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განუცხადა.

ბენტეს თქმით, ვიტალი კლიჩკოს სხვა მოკრივეებთან ბრძოლის ვარიანტებიც აქვს, მაგრამ ჰეისთან შეხვედრა მისთვის პრიორიტეტულია.

მენეჯერი ამბობს, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში უფროსი კლიჩკო ბრიტანელს 2012 წლის თებერვალში ან მარტში შეხვდება.

უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს მეორე ბრიტანული გამოცემა - The Sun. ის წერს,
რომ ვიტალი კლიჩკოსა და დევიდ ჰეის ბრძოლა უკვე დანიშნულია და ის 2012 წლის 3 მარტს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება. ამავდროულად, გამოცემა ამტკიცებს, რომ მხარეები კონტრაქტს სამ კვირაში მოაწერენ ხელს.

31 წლის ჰეიმ კარიერა 2011 წლის ოქტომბერში დაასრულა, თუმცა ბრიტანელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისევ გავა რინგზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლიჩკოსთან მოლაპარაკებას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული