შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ბრიტანელმა WBA-ის ტიტული წააგო ვლადიმერ კლიჩკოსთან. ეს ამა წლის ივლისში მოხდა. იმ ბრძოლაში მოკრივეებმა თანაბრად გაიყვეს ჰონორარი, ახლა კი დევიდ ჰეი აცხადებს, რომ არ იმსახურებს ბრძოლის საერთო შემოსავლის თანაბრად განაწილებას და ნაკლებ წილზეც თანახმაა. დევიდისა და ვიტალის ბრძოლის გამართვა მარტში გერმანიაში იგეგმება.
“კონტრაქტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამბობს ჰეი. -
წინა ბრძოლაში ვლადიმერთან შემოსავლის განაწილება თანაბარი იყო, ამჯერად ასეთ წილს არ ვიმსახურებ. ტიტული არ გამაჩნია, მაგრამ შემიძლია ამ ბრძოლას სანახაობა და მნიშვნელობა შევძინო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩემი კუთვნილი ჰონორარის გასაზრდელად.
არ ვიცი გაიმართება თუ არა ეს ბრძოლა. მაგრამ მე შესანიშნავ ფორმაში ვიქნები. თუ ისინი მომცემენ იმას, რაც დავიმსახურე, სატელევიზიო რეიტინგის მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება. სრული სერიოზულობით მოვეკიდები ამ ბრძოლას", - ამბობს ბრიტანელი მძიმეწონოსანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"