დიდ ბრძოლებს ვნახავთ

AutoSharing Option
ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითქმის დასრულებულია ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მომავალი ბრძოლისთვის მოლაპარაკებები. წინასწარი შეთანხმებით, "საუკუნის ბრძოლა" 2012 წლის 5 მაისს უნდა გაიმართოს.

უფრო ადრე, ფილიპინებში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკიაომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. თავის მხრივ, მეივეზერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ფილიპინელს 5 მაისს და მენის ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა შესთავაზა.
"ჩვენ მზად ვართ, - განაცხადა პაკიაომ. - თუ ყველაფერი მოგვარდება, კონტრაქტს ხელს მოვაწერ, ახლა მხოლოდ მომავალი ხელშეკრულების მცირე დეტალებია
დასადგენი და მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებული იქნება".
პაკიაომ ისიც განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ბრძოლის მაისში ჩატარებაზე, თუმცა ადრე ფილიპინელის პრომოუტერი ბობ არუმი ამბობდა, რომ მენის ივნისში ერჩივნა რინგზე გასვლა.

* * *
ასევე დიდია მომავალ წელს სუპერმძიმეწონაში WBC-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის შეხვედრის ალბათობა.

ჰეის მწვრთნელმა და მენეჯერმა ადამ ბუტმა დაადასტურა უკრაინული მხარისგან კონტრაქტის მიღების ფაქტი. ხელშეკრულების თანახმად, ბრძოლის გამართვა მომავალი წლის 3 მარტს დიუსელდორფში იგეგმება.
"ჩვენ მივიღეთ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტი და ახლა, ჩვენი იურისტები განიხილავენ ხელშეკრულების დეტალებს", - ამბობს ბუტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული