მოკრივეები ოქროს მედლებს გაითამაშებენ

AutoSharing Option
ზუგდიდში სამი დღეა გრძელდება მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაება. შეჯიბრების მიზანია, ნაკრებისთვის შეარჩიოს ის მოკრივეები, რომლებიც სპეციალური პროგრამით მომზადების შემდეგ აპრილში სტამბოლის სალიცენზიო ტურნირში იასპარეზებენ.

კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა გუშინ ზუგდიდიდან შეგვატყობინა, რომ ჩემპიონატი ადგილობრივი ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შესანიშნავად არის ორგანიზებული. სპორტსმენები და დელეგაციების წევრები ანაკლიის სასტუმრო "ოქროს საწმისში" ცხოვრობენ, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ათლეტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და რინგზე საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

ისიც შევიტყვეთ, რომ პაექრობებში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობა
არ მიუღიათ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს - ზაალ კვაჭატაძეს (69 კგ) და ჯაბა ხოსიტაშვილს (75), ასევე, ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ალექსანდრე ჭუბაბრიას.

ზუგდიდში დღეს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება. ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

49 კგ. ალექსანდრე ჩეჩელიანი - მიხეილ კაზანჯიანი
52 კგ. ვენედიქტ ტერანოსიანი - სევერიან ჭილაძე
56 კგ. გიორგი გოგატიშვილი - მერაბ თურქაძე
60 კგ. კობა ფხაკაძე - დავით ლეკიშვილი
64 კგ. ირაკლი ჭინჭარაული - დემნა კოტუა
69 კგ. გოგა ზარქუა - ბექა ხარძიანი
75 კგ. ნიკა სეხნიაშვილი - რომან თავაძე
81 კგ. თენგიზ გუგუნავა - იაგო კიზირია
91. რეზო ქარელიშვილი - ალექსანდრე კარტოზია
+91 კგ. დავით გოგიშვილი - მიხეილ ბახტიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კრივი დზალიან ლამაზი სპორტია მარა ხელფასები დზაან დაბალია სხვა სპორტის სახეობებტან შედარებით კაი იქნება ამას თუ ეშველება რამე ახალგაზრდებს წახალისება სჭირდება
kkkkk
11:57 05-12-2011
0
ნამეტანი კარგად წაახილეს მსაჯებმა ფინალისტები, 75 კგ წონაში ისეთი ბრძოლა წაართვეს გორელ სეხნიაშვილს, სირცხვილით დაიწვა დარბაზი. აბდალ თავაძეს გოუსია თავი გორელმა, მარა რად გინდა. მასეთი მსაჯები რომ გვყავს კრივში, ქე მიტომ ვართ დახუნძლული ოლიმპიადის ლიცენზიებით. სირცხვილია.
გულშემატკივარი
16:56 05-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული