კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა გუშინ ზუგდიდიდან შეგვატყობინა, რომ ჩემპიონატი ადგილობრივი ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შესანიშნავად არის ორგანიზებული. სპორტსმენები და დელეგაციების წევრები ანაკლიის სასტუმრო "ოქროს საწმისში" ცხოვრობენ, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ათლეტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და რინგზე საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.
ისიც შევიტყვეთ, რომ პაექრობებში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობა
ზუგდიდში დღეს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება. ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
49 კგ. ალექსანდრე ჩეჩელიანი - მიხეილ კაზანჯიანი
52 კგ. ვენედიქტ ტერანოსიანი - სევერიან ჭილაძე
56 კგ. გიორგი გოგატიშვილი - მერაბ თურქაძე
60 კგ. კობა ფხაკაძე - დავით ლეკიშვილი
64 კგ. ირაკლი ჭინჭარაული - დემნა კოტუა
69 კგ. გოგა ზარქუა - ბექა ხარძიანი
75 კგ. ნიკა სეხნიაშვილი - რომან თავაძე
81 კგ. თენგიზ გუგუნავა - იაგო კიზირია
91. რეზო ქარელიშვილი - ალექსანდრე კარტოზია
+91 კგ. დავით გოგიშვილი - მიხეილ ბახტიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"