კლიჩკო-მორმეკი გადაიდო

AutoSharing Option
10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილი ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს შორის არ გაიმართება.

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო შეხვედრის გაუქმების მიზეზი უკრაინელი ჩემპიონის ავადმყოფობა გახლავთ - როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, უმცროს კლიჩკოს თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა და სასწრაფოდ საოპერაციო შეიქმნა, რასაც მოგვიანებით გართულებები მოჰყვა.

3 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კლიჩკოს ანთება დაეწყო და იმის ნაცვლად, რომ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოცხადებულიყო, ხელმეორედ წაიყვანეს კლინიკაში. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინელის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ აცნობა. მოგვიანებით კი გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ოფიციალურად გამოცხადდა
ბრძოლის შეწყვეტის თაობაზე.

P. S. გუშინვე გაირკვა, რომ ეს საჩემპიონო ბრძოლა მომავალი წლის 3 მარტისთვის გადაიტანეს. გულშემატკივრებს, რომლებსაც 10 დეკემბრისთვის ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, 3 მარტს შეეძლებათ დიუსელდორფის სტადიონზე მოხვედრა. დღეისთვის გაყიდული იყო 30 ათასი ბილეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული