უორენი გაცეცხლდა

AutoSharing Option
პრომოუტერი, ფრენკ უორენი დაუყოვნებლივ რემატჩს ითხოვს. ის ზიმბაბვური წარმოშობის ინგლისელი მოკრივის დერეკ ჩისორას გერმანელ რობერტ ჰელენიუსთან დამარცხებამ გააბრაზა.

უორენი 27 წლის მძიმეწონოსნების ბრძოლაზე ამბობს - მსაჯების ასეთი საშინელი გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ მინახავსო. მისი კლიენტი გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონის სარტყელს მიიღებდა.

სამი მსაჯიდან ორმა გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით - 115:113 გერმანელ მოკრივეს მიაკუთვნა, ხოლო მესამემ ზუსტად იმავე ანგარიში ჩისორას მხარე დაიჭირა.

"ვიცი, რომ ხანდახან მსაჯების გადაწყვეტილებების გამო ვწუწუნებ, მაგრამ ის, რაც შაბათს ჰელსინკში მოხდა ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც ჩემს ძალიან ხანგრძლივ
სპორტულ ცხოვრებაში მინახავს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იამაყოს ჰელენიუსმა ამ ტიტულით, რადგან მან ბრძოლა წააგო. მე EBO-სა და სხვა ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ დაველაპარაკები რემატჩის შესახებ", - თქვა უორენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული