კრივში ნაკრების კანდიდატები შეირჩა

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონი ქართველმა მოკრივეებმა კარგად დაიწყეს: რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნდნენ, ევროპის ჩემპიონატზე კი ზაალ კვაჭატაძე (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილი (75) და მიხეილ ბახტიძე (+91) ბრინჯაოს დაეუფლნენ.

ჩვენი სპორტსმენები ისე იყვნენ მომზადებული, რომ ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის 2-3 საგზურის მოპოვებას წინ ვერაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ ჩვენებურთაგან, სამწუხაროდ, მეოთხედფინალშიც ვერავინ გააღწია.

ამის მიუხედავად, მათ ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების შანსი არ დაუკარგავთ: გაისად აპრილში თურქეთი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა ეროვნული ჩემპიონატი,
რომელიც ზუგდიდში გაიმართა. აქ უნდა შეერჩიათ ნაკრების ის კანდიდატები, რომლებიც საფუძვლიანი საწვრთნელი შეკრებებისა და უცხოურ ტურნირებში ძალების მოსინჯვის შემდეგ თურქეთში გამოსვლის უფლებას მიიღებდნენ. რინგზე სხვადასხვა მიზეზით არ გამოსულან კვაჭატაძე, ხოსიტაშვილი და ჭუბაბრია, ხოლო ფოთელმა ნიკოლოზ იზორიამ აქტიურ სპორტს თავი დაანება და ამიერიდან ეროვნული გუნდის მწვრთნელებს დაეხმარება.

ოთხდღიანი დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ კვარცხლბეკზე ავიდნენ:
49 კგ. 1. მიხაილ კაზანჯიანი (თბილისი), 2. ალექსან ჩეჩელიანი (ახალქალაქი), 3. ბაჩო ჯინჭარაძე, ფარიზ ისკანდაროვი (ორივე - რუსთავი).
52 კგ. 1. სევერიან ჭილაძე (თბილისი), 2. ვენედიკ ერანოსიანი (ახალქალაქი).
56 კგ. 1. მერაბ თურქაძე (ქუთაისი), 2. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი), 3. ალეკო ჭადაშვილი, ადილ ასლანოვი (ორივე - თბილისი).
60 კგ. 1. კობა ფხაკაძე (ქუთაისი), 2. დავით ლეკიაშვილი (რუსთავი), 3. გიორგი ასათიანი (ქუთაისი), გიორგი ყვირალაშვილი (გურჯაანი).
64 კგ. 1. დემნა კოტუა (ფოთი), 2. ირაკლი ჭინჭარაული (გარდაბანი), 3. სანდრო ჯაჯანიძე (ჭიათურა), დავით ტლაშაძე (გორი).
69 კგ. 1. გოგა ზარქუა (თბილისი), 2. ბექა ხარძიანი (თბილისი), 3. გიორგი კადავიძე (რუსთავი), გოჩა ბადურაშვილი (ახმეტა).
75 კგ. 1. რომან თავაძე (ქუთაისი), 2. ნიკა სეხნიაშვილი (გორი), 3. გიორგი გიორგაძე (თბილისი), გიორგი ქისტაური (გარდაბანი).
81 კგ. 1. იაგო კიზირია (ფოთი), 2. თენგიზ გუგუნავა (ზუგდიდი), 3. ედგარ სარქისოვი (თბილისი), ვალერი ხურცია (ქუთაისი).
91 კგ. 1. რეზო ქარელიშვილი (გორი), 2. ალექსანდრე კარტოზია (თბილისი), დავით აბულაშვილი (ახმეტა), ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი).
+91 კგ. 1. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი), 2. დავით გოგიშვილი (გორი), 3. ალეკო ლეფსვერიძე (თელავი), გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული