ცოცხალთაგან დაფასდნენ ტომას ჰერნსი (61-5-1), მარკ "ძალიან მჭრელი" ჯონსონი (44-5), სახელგანთქმული მწვრთნელი ფრედი როუჩი, რინგის გამომცხადებელი მაიკლ ბაფერი, ანალიტიკოსი ელ ბერნსტაინი და ჟურნალისტი მაიკლ კაცი.
მათ გარდა, დიდი ხანია "დიდების დარბაზს" იმსახურებდნენ კოკოა კიდი ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, "ბიჭი კოკოა" (176-56-10), ბუზის წონაში ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი, ნიუსბოი ბრაუნი (57-13-5), ვერცხლისწყალივით მოძრავი ლიო ჰოუკი (79-10-6), და მძიმე წონაში ტიტულის მაძიებელი ჯეიკ კილრეინი. დაფასდა რამდენიმე პრომოუტერიც. ბუნებრივია,
"ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ - თქვა "დარბაზის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედუარდ ბროფიმ - და ერთი სული გვაქვს, როდის გადავცემთ გამარჯვებულებს 2012 წლის "კლასის" ჯილდოებს".
53 წლის ტომას ჰერნსმა თქვა: "ეს დიდი პატივი და მიღწევაა. საუცხოოა იმის შეგრძნება, რომ ამდენი წლის შრომისა და ამდენი ბრძოლის შემდეგ დამაფასეს. ტანშიც კი მაჟრჟოლებს".
"ძალიან მჭრელი": "ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტია. "დიდების დარბაზის" წევრობა მოკრივესთვის უდიდესი მიღწევაა. მთელი ჩემი კარიერა აქეთკენ მქონდა მიმართული და უმთავრესი ოცნებაც ეს იყო. დღეს ნატვრა ამიხდა".
ფრედი როუჩი: "ყველას, ვინც მე ხმა მომცა მთელი გულით დიდ მადლობას ვუძღვნი და ვულოცავ მათ, ვინც ჩემთან ერთად გაიმარჯვა. კარიერა ედი ფატჩთან ერთად დავიწყე და დღეს "დიდების დარბაზში" მის გვერდით ვარ. ლეგენდების მარაქაში გავერიე. ჩემი შრომა და ნიჭი ასე არასდროს დაუფასებიათ".
"დიდების დარბაზის" რიგით 23-ე დაჯილდოვება 2012 წლის 7-10 ივნისს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"