"ჯალათს" ტიტული დაუბრუნეს

AutoSharing Option
ამერიკელი მოკრივეების, ბერნარდ ჰოპკინსისა (მეტსახელად "ჯალათი") და ჩედ დოუსონის საჩემპიონო ორთაბრძოლა, რომელიც 15 ოქტომბერს ლოს ანჯელესში ჩატარდა, გაუქმებულად გამოაცხადეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისიამ.

ის ბრძოლა მეორე რაუნდში დასრულდა. დოუსონთან შეჯახების შემდეგ ჰოპკინსი რინგზე დაეცა, მხარის ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. რეფერიმ დოუსონს ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა.

ჰოპკინსი ამ ჩხუბში 79-კილოგრამამდე კატეგორიაში WBC-ის ტიტულს იცავდა. ბრძოლის შემდეგ მან საბოლოო შედეგი გააპროტესტა და მალე WBC-მ შეცვალა მსაჯების გადაწყვეტილება - ტექნიკური ფრე დააფიქსირა.

ათლეტური კომისიის წევრებმა ხანგრძლივი მსჯელობის
შემდეგ ბრძოლა არშემდგარად გამოაცხადეს. ასე რომ, 46 წლის ჰოპკინსმა შეინარჩუნა WBC-ის ტიტული. ის პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია.

ჰოპკინსმა ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. მოკრივის თქმით, ის მალე დაასრულებს მხარის ტრავმის მკურნალობას და ვარჯიშებს განაახლებს. შემდეგი ბრძოლის გამართვას ამერიკელი 2012 წლის დასაწყისში აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული