ეს ცნობა ორივე მოკრივის პრომოუტერმა კომპანია "ზაუერლანდ ივენთმა" გაავრცელა. ერნანდესისა და კანინგემის ბრძოლა რემატჩია. მათმა პირველმა დაპირისპირებამ დიდი ეჭვები და კამათი წარმოშვა. შეგახსენებთ, რომ კრუისერვეითი ის წონითი კატეგორიაა, რომლის ზედა წონაც 90,7 კილოგრამით არის შემოფარგლული.
კანინგემი ჟურნალისტებს შაბათს, ატლანტიკ სიტიში, Super Six-ის ფინალის დროს შეხვდა. მოგეხსენებათ, სუპერსაშუალოწონოსანთა ამ ფინალში ამერიკელმა ანდრე უორდმა
"თავიდან ამბობდნენ, რომ ბრძოლა იანვარში გაიმართებოდა, ახლა კი ის თებერვლისთვის გადადეს. ეგ არაფერი, მთავარია, რინგზე გავიდე და ჩემი ტიტული დავიბრუნო. მართალი გითხრათ, არ მგონია, ერნანდესს კიდევ უნდოდეს ჩემთან შეხვედრა. უბრალოდ, იძულებულია. მე კი მზად ვარ. ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მის პირისპირ დავდგე და დავამთავრო ის, რაც დავიწყე".
გავიხსენოთ რა მოხდა ამ ორი მოკრივის პირველ დაპირისპირებაში, რომელიც პირველ ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა. ცნობისათვის: ერნანდესი მართალია კუბელია, მაგრამ გერმანიაში ცხოვრობს. პროფესიულ რინგზე მას 25 ბრძოლა მოუგია, რომელთაგან 13 ნოკაუტი იყო. ერნანდესს კარიერაში ერთი მარცხი აქვს ნაწვნევი. რაც შეეხება კანინგემს, მისი სტატისკიკაა - 24-3. 24 მოგებიდან ამერიკელმა თორმეტში მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო.
ნიურნბერგში, ერნანდესისა და კანინგემის ხსენებული ბრძოლა ექვსი რაუნდის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ამერიკელმა შედეგი გააპროტესტა, IBF-მა კი საქმის განხილვის შემდეგ რემატჩი ბრძანა. "ზაუერლანდ ივენტსის" გენერალური მენეჯერი, კრის მაიერი: "კრუისერვეითში ყველაზე საინტერესო რაც შეიძლება მოხდეს, კანინგემისა და ერნანდესის ბრძოლაა. მათი პირველი მატჩი ნამდვილი ტრილერი იყო და დარწმუნებული ვარ, მეორე კიდევ უფრო ამაღელვებელი იქნება".
ბრუკი ამერიკაში
25 წლის ინგლისელმა მოკრივემ, კელ ბრუკსმა ამერიკელი ფანების წინაშე სახელის მოხვეჭაზე დაიწყო ფიქრი და ამისათვის, შაბათს, ატლანტიკ სიტიში პირველი ნაბიჯიც გადადგა. ბრუკსმა პუერტო რიკოელი ლუის გალარსა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გალარსა
ხელწამოსაკრავი მოკრივე არ არის და ბრუკსისთვის გასაბრდღვნელად არავის მიუგდია. ბრძოლა ინგლისელმა მეხუთე რაუნდში დაასრულა.
ბრუკსი ველტერვეითის წონაში ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს და ამ ნაბიჯის გადასადგმელად მეთოდურად ემზადება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საამისოდ აუცილებელი იყო მას სახელი ოკეანის გადაღმაც მოეხვეჭა. ველტერვეითი ის წონაა, რომლის ზედა ზღვარი 66,7 კილოგრამით შემოიფარგლება.
"ბორდუოქ ჰოლში" გამართულ ბრძოლაში ბრუკსმა თავიდანვე ისარგებლა იმ უპირატესობებით, რაც გააჩნდა და მოწინააღმდეგე დაჩაგრა. ამ გამარჯვების შემდეგ მისი სტატისტიკა ასეთია: 26-0. 26 გამარჯვებიდან ბრიტანელმა 18 მოწინააღმდეგე დაანოკაუტა. რაც შეეხება დამარცხებულ პუერტო რიკოელს, ამიერიდან მისი შედეგებია: 17-3. 17 გამარჯვებიდან 13 ნოკაუტი გახლდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"