ჩემპიონმა ლონდონი იუარა

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა მარკ ფოსტერმა უარი თქვა ლონდონში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.

41 წლის სპორტსმენმა BBC Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების დრო მოვიდა. ადრე ფოსტერი ამბობდა, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს სპორტში ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

ფოსტერი ოთხჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი მოკლე აუზში (25 მეტრი) - ოთხივეჯერ მან თავისუფალი სტილით 50 მეტრი დისტანცია მოიგო. კიდევ ორი ოქრო მან ასევე 50 მეტრზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიგო. ოლიმპიური მედალი ამ მოცურავის კოლექციაში არ მოიპოვება.

2006 წელს ფოსტერმა კარიერა
დაასრულა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებში. მარკმა შესარჩევი ტურნირი გაიარა და გახსნის ცერემონიაზე ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშეც იყო. მაგრამ პეკინში ფოსტერი სუსტად გამოვიდა და მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.

2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ფოსტერმა გამოსვლა შეწყვიტა, მაგრამ ოფიციალურად კარიერის დასრულების შესახებ არ გამოუცხადებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული