საკანი მეივეზერისთვის

AutoSharing Option
როგორც იცით, ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმისთვის სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

34 წლის მოკრივე სასჯელს Clark County-ის ოლქის ციხეში მოიხდის. იქაურ საკნებში მოთავსებულნი არიან მოქალაქეები, რომლებმაც დანაშაული ლას ვეგასის ტერიტორიაზე ჩაიდინეს და მაქსიმუმ 365 დღე აქვთ მისჯილი.

მეივეზერს ციხეში 6 იანვარს, დილით მიიყვანენ. სავარაუდოდ, პირველ კვირას მოკრივეს მისსავე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დანარჩენ 3400 პატიმარს მოარიდებენ. ფლოიდი მოთავსებული იქნება ჩვეულებრივ კამერაში, რომლის ზომებია - 1.8x3 მეტრი. აქ არის საწოლი, ტუალეტი, უჟანგავი ნიჟარა, ბეტონის მაგიდა, იატაკზე დამაგრებული სკამი და
ორი ვერტიკალური ფანჯარა.

მეივეზერს საშუალება აქვს ციხის დეპოზიტზე შეიტანოს ნებისმიერი თანხა და ამით შეიძინოს საკვები, ტკბილეულობა, საპონი და სხვა საჭირო
ნივთები.

შვიდ დოლარად ღირებული საკითხავი სათვალე - ყველაზე ძვირია იმ ნივთებიდან, რომლის შეძენაც პატიმარს შეუძლია. პატიმრობის პირველი კვირის განმავლობაში მეივეზერს ციხის ეზოში ერთი საათი სეირნობა ეკუთვნის.

ყოფაქცევიდან გამომდინარე, მომავალში მან, შესაძლოა, რამდენიმე საათი ისეირნოს, იმ დროს, როცა სხვა პატიმრები თავიანთ საკნებში იქნებიან. იმავე კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში, მეივეზერს პატიმრობის ვადა, შესაძლოა, 60 დღემდე შეუმცირონ. ასეთ შემთხვევაში, მეივეზერი მარტის დასაწყისში განთავისუფლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული