პაკმენი მეტოქეს ეძებს

AutoSharing Option
როგორც ვებგვერდი BoxingScene.com იუწყება, პრომოუტერული კომპანია Top Rank მომავალი წლის ივნისისთვის აპირებს ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონისთვის, 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაოსთვის ბრძოლის ორგანიზებას.

პრიორიტეტულ მეტოქედ ამავე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 34 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი სახელდება, მაგრამ მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ახლა, პაკიაოს გუნდის წევრები სხვა მოწინააღმდეგის ძიებით არიან დაკავებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ, მეივეზერი თავისი ბრძოლებისთვის ათი კვირის განმავლობაში ემზადება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მოასწროს ივნისის ჩხუბისთვის ფორმაში ჩადგომა, თუმცა ფლოიდისა და მენის ბრძოლა, შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს.

Top Rank-ის
ხელმძღვანელმა ბობ არუმმა ივნისში პაკიაოს შესაძლებელ მოწინააღმდეგედ შემდეგი მოკრივეები დაასახელა: მჩატე წონაში WBA-სა და WBO-ის ჩემპიონი, 38 წლის მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი, რომელსაც პაკიაო სამჯერ შეხვედრია, პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი, 31 წლის პუერტორიკოელი მიგელ კოტო, ვინც პაკიაოსთან მატჩ-რევანშს ითხოვს და პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, 28 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი.

პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა ამ სიას დაამატა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ისა და IBF-ის ჩემპიონი, 27 წლის ამერიკელი ლამონტ პიტერსონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიტანელი ვარსკვლავი ამირ ხანი დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული