მაიკმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება და თავისი აზრი გამოთქვა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში დღევანდელი ჩემპიონების სტილის შესახებ.
ლეგენდარული მოკრივე ძმები კლიჩკოების მცველად გამოვიდა. მოგეხსენებათ, უკრაინელებს მოსაწყენი საბრძოლო სტილის გამო აკრიტიკებენ.
"ხალხს სურს იხილოს "დამანგრეველი" ჩემპიონი, მაგრამ ეს არ არის ობიექტური მოთხოვნა. კრივის არსი გამარჯვებაში მდგომარეობს, რასაც აკეთებენ კიდეც ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები. ისინი თითქმის არ უშვებენ შეცდომებს და თავიანთ შანსს
ეს სანახაობრივად კარგი არ არის, მაგრამ წარმატებულია", - ამბობს ტაისონი.
45 წლის "რკინის მაიკი", რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, ინტერვიუში შეეხო მედიკამენტოზურ დამოკიდებულებას, რომელიც მას აქტიური სპორტული კარიერის დროს აწუხებდა: "არ ყოფილა და არ იქნება ისეთი მოკრივე, რომელიც იმდენ აბს ყლაპავდა, როგორც ამას მე ვაკეთებდი.
მე ვიყავი მრისხანე ახალგაზრდა ადამიანი, ნამდვილი ბუნტისთავი. კრივსა და ჩემს ეგოს ჭკუიდან გადავყავდი. თან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, არ მქონდა განვითარების საშუალება. მე გიჟი, შეშლილი, არანორმალური ვიყავი. ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი თავად გავანადგურე. არასოდეს მეგონა, რომ 30 წლის ასაკს მივაღწევდი. ახლა მიხარია, რომ ცოცხალი ვარ".
"ნამდვილი, დაუმორჩილებელი მაიკი აღარ არსებობს, - ამტკიცებს ტაისონი. - ადრე შინ არასოდეს ვიჯექი, ახლა პირიქით არის. მოწყენილობა ჩემთვის უსაფრთხოებას ნიშნავს, მე ექსტრემალი ვარ, მხოლოდ თეთრსა და შავს ვარჩევ. ალკოჰოლს აღარ ვეტანები, არ ვეწევი, ნარკოტიკებს არ ვიღებ, არ მივირთვემ ისეთ საკვებს, რომელსაც ცხოველი გვაძლევს - ხორცს, რძეს, კვერცხს. ვჭამ ქიშმიშს, ტომატის წვნიანს, ვსვამ გვირილას ჩაის. ახლა 100 კილოგრამს ვიწონი, ორი წლის წინ კი ჩემი წონა 160კილოგრამი იყო. ჩემი თავი მძულდა".
ტაისონი, რომელსაც რინგზე 400 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, კატეგორიულად გამორიცხავს სპორტში დაბრუნებას, არადა, ამჟამად 27-მილიონიანი ვალი გააჩნია: "მე უკვე აღარ შემიძლია ვინმეს შეშინება. ეს თვისება დიდი ხნის წინ მოკვდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"