ციხეში პირველი ივნისიდან

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, თანამედროვე კრივის ვარსკვლავს ფლოიდ მეივეზერს ყოფილი გერლფრენდის ჯოზი ჰარისის ცემისთვის მისჯილი სამთვიანი ვადის მოხდა 6 იანვარს უნდა დაეწყო, მაგრამ მოსამართლე მელისა სარაგოსამ გაითვალისწინა მეივეზერის საკონტრაქტო ვალდებულებები და ნება დართო ამერიკელ მოკრივეს სასჯელის მოხდა პირველ ივნისს დაიწყოს. მანამდე კი, კერძოდ, 5 მაისს ფლოიდი ლას ვეგასში მორიგ ბრძოლას გამართავს.

მეივეზერის პოტენციურ მეტოქეებად ასახელებენ საულ ალვარესს, რომელიც ფლოიდის მსგავსად ჯერაც დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე (39-დან 39 მოგება, 29 ნოკაუტით) და რობერტ გერერო (29-1-1, KO18). ამის შესახებ გამოაცხადა Golden Boy Promotions-ის პრომოუტერმა რიჩარდ
შეფერმა. მანვე განაცხადა, რომ კომპანია Top Rank-ის პრომოუტერი ბობ არუმი არ არის დაინტერესებული იმაში, რომ
მენი პაკიაო ფლოიდ მეივეზერს შეხვდეს.

ბობ არუმი უახლოეს დღეებში ფილიპინებში ჩავა და პაკიაოს შეხვდება. მათ უნდა განიხილონ ფილიპინელი ვარსკვლავის მორიგი მეტოქის კანდიდატურა. არუმს ოთხკაციანი სია აქვს, რომელშიც შედიან ხუან მანუელ მარკესი, მიგელ კოტო, ტიმოტი ბრედლი და ლამონტ პიტერსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული