ჩისორამ კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ორჯერ ჩაიშალა მისი ბრძოლა უმცროს კლიჩკოსთან - ვლადიმერთან. ორივეჯერ მოკრივეები რინგზე უკრაინელის ავადმყოფობის გამო ვერ გავიდნენ.
ბრიტანელის ჩივილს ვიტალიმ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, ჩისორას გაუმართლა, რომ უფრო ბებერ და სუსტ კლიჩკოსთან უწევს შეხვედრა, რადგან ვლადიმერი მას რინგზევე მოკლავდა. თუმცა ვიტალიც არ აპირებს მეტოქის დანდობას და მეექვსე
ბრიტანელს არ მოეწონა უკრაინელის მკაცრი ტონი და განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და წესით, არ გაუჭირდება მეტოქის დამარცხება. დერეკმა მერვე რაუნდში დაგეგმა უფროსი კლიჩკოს ნოკაუტი.
მანვე უსაყვედურა ჩემპიონს იმის გამო, რომ კლიჩკოებს ბრძოლის მოსაწყენი სტილი აქვთ და ამით მათ გაანადგურეს სპორტის ეს სახეობა. "ახალი მეფის დრო დადგა და ის მე ვიქნები", - განაცხადა ჩისორამ.
ვიტალიმ აღნიშნა, რომ ბრიტანელთან ბრძოლა რთული იქნება: "ჩისორასთან ბრძოლაში მთელი ჩემი საკრივო ოსტატობის გამოვლენა დამჭირდება. მე აგრეთვე ასაკთან ბრძოლაც მომიწევს - რაც არ უნდა იყოს, უკვე 40 წლის ვარ. თუმცა ეს დიდ გამოცდილებასაც ნიშნავს".
ბრიტანელმა ძალიან გაახალისა პუბლიკა, როცა სასტუმრო Landmark-თან რარიტეტული მანქანით გამოცხადდა, რომელიც ბრიტანულ კომედიაში ("სულელებს უმართლებს") გამოიყენეს. უკრაინელმა სათანადოდ შეაფასა ინგლისური იუმორი და დაპირდა დერეკს, რომ ბრძოლის შემდეგ მას უფრო თანამედროვე ავტომობილს უყიდის. შეგახსენებთ, რომ წინა პრესკონფერენციაზე მიუნხენში დერეკმა ერთი დღით დააგვიანა, რადგან აეროპორტში მიმავალს მანქანა გაუფუჭდა.
შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა 18 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"