შეხვედრის დროს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე 2012 წლისთვის თავისი განრიგის დაგეგმვას აპირებს. როგორც უკვე ვწერდით, არუმი აპირებს მენის შემდეგი მეტოქეები შესთავაზოს: ხუან მანუელ მარკესი, მიგელ კოტო, ტიმოტი ბრედლი და ლამონტ პიტერსონი. ამ სიაში ვერ ვხედავთ ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, 34 წლის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს. მას მომდევნო ბრძოლის ჩატარება 5 მაისს უწევს, მაგრამ არუმმა განაცხადა, რომ პაკიაო მხოლოდ ივნისში იქნება მზად რინგზე გასასვლელად. "პაკმენმა" გუშინდელ ინტერვიუში
"მე ამის შესახებ უკვე მრავალჯერ ვთქვი, - ამბობს პაკიაო Philboxing.com-თან ინტერვიუში. - მინდა, როი მივეზერი ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს და ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შემიცვლია. არუმს შევხვდები და დაჟინებით ვთხოვ, რომ პრიორიტეტი ჰქონდეს მეივეზერთან ბრძოლას და არა იმ ოთხკაციანი სიიდან ერთ-ერთთან ჩხუბს.
სინამდვილეში არასამართლიანია, როცა ზოგიერთი ბრალს მდებს იმაში, რომ ბრძოლა ჩემი მიზეზით არ შედგა. ყოველთვის ვამბობდი, რომ გულშემატკივრებისთვის ვჩხუბობ.
მინდა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ. როცა არუმი მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება, მათ ექნებათ პირობები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. მე უნდა გავიარო დოპინგტესტი ისე, როგორც ამას მეივეზერი ითხოვს. დაბალ ჰონორარზეც თანახმა ვარ, ოღონდ კი ეს ბრძოლა ჩატარდეს. ვიცით, რომ მეივეზერს არ ჰყავს პრომოუტერი. ის თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ასე რომ, თუ ბრძოლა არ გაიმართება, ეს ჩემი მიზეზით არ მოხდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"