ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს კრივის ასოციაციის ტექნიკურ დელეგატად აირჩიეს

AutoSharing Option
მსოფლიოს კრივის ასოციაციამ (AIBA) საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი ასოციაციის ტექნიკურ დელეგატად აირჩია.

ახალკაცი პირველი ქართველია, ვინც მსოფლიოს ასოციაციის ტექნიკური დელეგატი გახდა და უფლება მიიღო სხვადასხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატად იმუშაოს.

მსოფლიოს კრივის ასოციაციას სულ 18 ასეთი დელეგატი ჰყავს, აქედან 8 ევროპელია. მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ ახალკაცმა ზუსტად იგივე სტატუსი ევროპის კრივის ასაოციაციისგან ერთი წლის წინ მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვან ტურნირზე დელეგატის მოვალეობაც შეასრულა.

მსოფლიოს კრივის ასოციაციის დელეგატის რანგში კი დებიუტი ივნისში,
ბულგარეთში გასამართ კადეტ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ექნება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული