ტაილანდელი ათწლეულის მოკრივეა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ ტაილანდელი პონგსაკლეკ ვონჯონგკამი დაასახელა.

2001 წლის მარტში ტაილანდელმა 50.8-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ტიტული მოიპოვა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო. დღეისთვის ის ამ ვერსიით საჩემპიონო ქამარს ინარჩუნებს.

სულ პროფესიულ რინგზე ვონჯონგკამმა 88 ბრძოლა ჩაატარა, 83 მოიგო (44 - ნოკაუტით), სამჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

თავის ბოლო ბრძოლაში (2011 წლის 23 დეკემბერი) ტაილანდელმა ფრეს მიაღწია იაპონელ ჰიროფუმი მუკაისთან და ეს საკმარისი აღმოჩნდა WBC-ის ტიტულის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, WBC-მა 2011 წლის
შედეგები შეაჯამა. საუკეთესო მოკრივედ უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო აღიარეს, საუკეთესო ბრძოლად - ამერიკელი ვიქტორ ორტისისა და ანდრე ბერტოს დაპირისპირება, საუკეთესო ნოკაუტად - ფილიპინელ ნონიტო დონერსა და მექსიკელ ფერნანდო მონტიელს შორის დაპირისპირებაში დაფიქსირებული ნოკაუტი (რინგზე მონტიელი დაეცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული