მიუხედავად იმისა, რომ კუბელს პროფესიულ რინგზე მხოლოდ რვა ბრძოლა ჰქონდა გამართული, ფავორიტად სწორედ მას ასახელებდნენ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პროფესიონალებში გადასვლამდე (2009 წელს), რიგონდოს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა მოყვარულებში. გილერმომ ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები (2000 და 2004 წლებში), ასევე ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ამ ტიტულების გამო მას XXI საუკუნეში
პროფესიულ რინგზე კუბელმა უკვე მოასწრო WBA-ის დროებითი ტიტულის მოპოვება და მისი ერთხელ დაცვა. რაც შეეხება რიკო რამოსს, ეს მისი პირველი ბრძოლა იყო ჩემპიონის რანგში. ტიტული მან გასული წლის 9 ივლისს, იაპონელი ჩემპიონის აკიფუმი შიმოდუს დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
გუშინ კუბელმა დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, თანაც ეს ძალიან იოლად, ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გააკეთა. უკვე პირველივე რაუნდში საჩემპიონო ქამრის მფლობელი ნოკდაუნში აღმოჩნდა. გილერმომ გააგრძელა საწყისი შტურმი, მაგრამ რამოსი გონგმა გადაარჩინა.
ნოკდაუნით შეშინებულმა ჩემპიონმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და ყოველგვარი რისკი გამორიცხა. არც რიგონდო აპირებდა გადამწყვეტ იერიშებზე გადასვლას, რამაც პუბლიკის უკმაყოფილება გამოიწვია.
აქტიური მოქმედებისკენ მაყურებელთა მოწოდებამ მეექვსე რაუნდში გაჭრა. ერთ-ერთი შეტევის დროს რიგონდომ მეტოქეს ჯერ მუცლის ქვემოთ მოარტყა, შემდეგ კი ძლიერი აპერკოტი გამოუვიდა, რის გამოც გაფრთხილება მიიღო. ბრძოლის განხლებისთანავე ის მხეცივით ეტაკა რამოსს, თირკმლის არეში უძლიერესი დარტყმა შეასრულა და ამერიკელი ნოკაუტში გაგზავნა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ისეთ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რიგონდოს უფრო ადრე შეეძლო ბრძოლის დასრულება, უბრალოდ, მან ზედმეტი რისკი აიცილა თავიდან.
საინტერესო იქნება ამ ნიჭიერი მოკრივის კარიერისთვის თვალის მიდევნება. რაც შეეხება 24 წლის რამოსს, მასაც ყველაფერი წინ აქვს, მით უმეტეს, რომ ის აქამდე ასევე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"