ფლოიდ მეივეზერმა მეტოქე იპოვნა?

AutoSharing Option
როგორც ვებგვერდი Fightnews.com იუწყება, უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს ბრძოლის შესახებ, რომელშიც ერთმანეთს შეხვდებიან ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ვერსიით ჩემპიონი, 34 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი და პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი, 31 წლის პუერტორიკოელი მიგელ კოტო.

ბოლო პერიოდი კოტო თავისუფალი აგენტია და არანაირი საკონტრაქტო ვალდებულებები არ გააჩნია - მას შეუძლია ერთჯერადი კონტრაქტი გააფორმოს ნებისმიერ პრომოუტერულ კომპანიასთან.

იტყობინებიან, რომ პრომოუტერულმა კომპანიამ Golden Boy-მ, რომელიც მეივეზერთან თანამშრომლობს, კოტოს მაცდური წინადადებით მიმართა მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ფლოიდსა და მენი პაკიაოს შორის ბრძოლის ორგანიზება.

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა განაცხადა, რომ მეივეზერი და პაკიაო ნოემბერში კატარში ან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იჩხუბებენ, ამიტომაც თარიღი - 5 მაისი თავისუფალია მეივეზერსა და კოტოს ბრძოლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული