ძმებმა კლიჩკოებმა იჩხუბეს

AutoSharing Option
უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნები - ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები რინგზე ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.

საწვრთნელი ბრძოლა ავსტრიაში გაიმართა, სადაც ძმები მორიგი საჩემპიონო ბრძოლების წინ შეკრებას გადიან. კლიჩკოების პაექრობა უკონტაქტო იყო - მოკრივეები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ხელი არ მოერტყათ.

როგორც ინტერნეტგამოცემა Boxingscene წერს, ძმები მრავალი წლის განმავლობაში პირველად გავიდნენ რინგზე ერთმანეთის პირისპირ.

თუმცა ვიტალის მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა განაცხადა, რომ ძმები პირველად არ მუშაობენ ასეთ სტილში: "ჩვეულებრივ, ისინი უცხო თვალისგან მოშორებით, უშუალოდ ბრძოლის წინ გასახდელში ვარჯიშობენ".

ვიტალი კლიჩკო სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მფლობელია. 18 თებერვალს ის
მიუნხენში გამართავს საჩემპიონი ქამრის დაცვას ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ.

WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონს ვლადიმერ კლიჩკოს 3 მარტს მოუწევს საჩემპიონო ბრძოლის გამართვა ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან. ეს ბრძოლა დიუსელდორფში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული