მაიკ ტაისონი რესტლერებმაც აღიარეს

AutoSharing Option
მსოფლიოს კრივის ლეგენდას მაიკ ტაისონს WWE-ის (რესტლინგის უმსხვილესი ასოციაცია) დიდების დარბაზში შეიყვანენ.

ოფიციალური ცერემონია 31 მარტს, მაიამიში გაიმართება. წინა დღეს, ამერიკული ფეხბურთის კლუბ "მაიამი დოლფინსის" არენაზე შედგება სახელგანთქმული შოუ - WrestleMania.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია, - ამბობს ტაისონი სააგენტო AP-თან კომენტარში. - სუპერმძიმეწონაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ვიყავი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საინტერესო და სახალისო იქნებოდა WWE-ს ტურნირებში მონაწილეობის მიღება".

პირველად ტაისონი WrestleMania-ს შოუში 1998 წელს გამოჩნდა. მაშინ ის დისკვალიფიცირებული იყო ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო. შოუზე სტუმრად მყოფ ტაისონს იქვე
გამოწვევა ესროლეს - ამგვარი სიმამაცე ცნობილმა რესტლერმა სტივი ოსტინმა გამოიჩინა.

მათ შორის მაშინ კინაღამ ჩხუბი ატყდა. მებრძოლის რანგში ტაისონი რესტლინგის რინგზე 2010 წლის იანვარში გამოჩნდა და გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "რკინის მაიკი" კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული