მოჰამედ ალის მწვრთნელი მოუკვდა

AutoSharing Option
გუშინ, ამერიკის ქალაქ ტამპაში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი ანჯელო დანდი.

ბევრი მას იცნობს, როგორც დიადი მოჰამედ ალის მწვრთნელს, მაგრამ თავის კარიერაში, რომელიც დაახლოებით 60 წელი გრძელდებოდა, დანდიმ ბევრი მოკრივე გაწვრთნა, მათ შორის მსოფლიოს 15 ჩემპიონი: შუგარ რეი ლეონარდი, ხოსე ნაპოლესი, ჯორჯ ფორმენი, ჯიმი ელისი, კარმენ ბაზილიო, ლუის როდრიგესი, ვილი პასტრანო და სხვები.

დანდი მძიმედ იყო ავად, მაგრამ მოასწრო გასულ თვეში ალის 70 წლის იუბილეზე დასწრება.

ანჯელო დანდი 1921 წლის 30 აგვისტოს ფილადელფიაში დაიბადა და კრივის სამყაროში თავისი უფროსი
ძმების მიბაძვით შეაბიჯა – ერთ-ერთი ძმა (ჯო) მოკრივე იყო, მეორე (კრისი) პრომოუტერი. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ სამივე ძმამ გვარი მირენი "დანდის" ფსევდონიმით შეცვალა, რათა მშობლებს არ გაეგოთ მათი კრივით გატაცების შესახებ.

1950 წელს კრის დანდიმ ფლორიდაში გახსნა დარბაზი - Fifth Street Gym, სადაც ანჯელომ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო. სწორედ აქ აღზარდა მან თავისი სახელოვანი შეგირდები. 90-წლიანი იუბილეს წინ დანდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღემდე ავარჯიშებს ბავშვებს და ხშირად იწვევენ ექსპერტის რანგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული