ვლადიმერ კლიჩკომ წელი დაგეგმა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBO-ის, WBA-სა და IBF-ის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ 2012 წელს სამი ბრძოლის ჩატარება გადაწყვიტა.

3 მარტს, უკრაინელი ფრანგი ჟან-მარკ მორმეკის წინააღმდეგ გავა რინგზე, ივლისში ის ამერიკელ ტონი ტომპსონთან ბრძოლას გეგმავს, ოქტომბერში კი უმცროს კლიჩკოს კიდევ ერთი ბრძოლა ელის. ჯერჯერობი უცნობია, ვინ იქნება მესამე მოწინააღმდეგე.

დღეისთვის კლიჩკო მორმეკთან ბრძოლისთვის ავსტრიის ალპებში ემზადება. ტომპსონი IBF-ის ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტია და მასთან უკრაინელი 7 ან 14 ივლისს იბრძოლებს. 2008 წელს ამერიკელი უკვე ეჩხუბა უკრაინელს და ნოკაუტით დამარცხდა.

უკანასკნელად, კლიჩკომ ერთ სეზონში სამი ბრძოლა
2008 წელს ჩაატარა. 2009 და 2011 წლებში ის ერთხელ გავიდა რინგზე, 2010 წელს - ორჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული