უმცროს არუმს ჯერაც ეძებენ

AutoSharing Option
უკვე მოგახსენებდით, რომ ცნობილი საკრივო პრომოუტერის ბობ არუმის ვაჟი გასულ უქმეებზე სიეტლის მახლობლად მთაში წავიდა და უგზოუკვლოდ დაიკარგა. სამწუხაროდ, ახალი ჯერაც არაფერია.

ალპინიზმზე შეყვარებული 49 წლის ადვოკატი ჯონ არუმი ზღვის დონიდან 2 675 მეტრის სიმაღლის მწვერვალ შტორმ კინგის დასალაშქრად წასულა და შინ ორშაბათს უნდა დაბრუნებულიყო. ამჟამად ოცზე მეტი ალპინისტი და რეინჯერია დაკავებული დაკარგულის ძებნით, მაგრამ ერთადერთი, რაც ამ მომენტისთვის მიაკვლიეს, ჯონ არუმის ზურგჩანთაა.

შეგახსენებთ, რომ ბობ არუმმა თავისი ვაჟის გაუჩინარების ამბავი მენი პაკიაოსა და ანტონიო მარგარიტოს მომავალი ბრძოლის ლოსანჯელესურ პრეზენტაციაზე
შეიტყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული