ლიცენზია ყოველი შემთხვევისთვის

AutoSharing Option
ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა რიკი ჰატონმა განაცხადა, რომ კარიერას ალბათ აღარ გააგრძელებს. 31 წლის მოკრივის თქმით, ამჟამად მას უფრო მეტად საპრომოუტერო საქმიანობა ხიბლავს.

"არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ჩემს უკანასკნელ გირვანქა სტერლინგსაც ჩამოვიდოდი იმაზე, რომ რიკი ჰატონი კარიერას დაასრულებს, - თქვა ინგლისელმა მოკრივემ, - ამჟამად პრომოუტერი ვარ და მიზნად ჩემი კლიენტების მსოფლიოს ჩემპიონებად ქცევა დავისახე".

არადა, აგვისტოში ჰატონმა მოკრივის ლიცენზია აღადგინა და გულმოდგინედაც ივარჯიშა, მაგრამ რინგზე ასვლის მოტივაცია მაინც ვერ დაიბრუნა.

"დაბრუნების შესახებ განცხადება გავაკეთე, შვებულებიდან ჩამოვედი და 3-4 კვირა
სავარჯიშო დარბაზში გავატარე, მაგრამ ეს ის აღარაა, რაც ადრე იყო, - აღიარა ჰატონმა, - ლიცენზია კი იმ შემთხვევისთვის აღვიდგინე, რომ შესაძლოა, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძებ და რინგზე კიდევ ერთხელ ასვლას გადავწყვეტ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული