მეივეზერი: გულში მხოლოდ სიყვარული მაქვს

AutoSharing Option
ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა ფლოიდ მხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერ-უმცროსმა ფილიპინელ მენი პაკიაოს რასისტული გამონათქვამების გამო მოუბოდიშა. რამდენიმე დღის წინათ სახელოვანმა მოკრივემ მართლაც სისულელეები ილაპარაკა: "პაკიაოსა და მისი ძაღლისგან ბარბეკიუს მოვამზადებ", "ამ ყვითელ იდიოტს სუშის და ბრინჯს ვაჭმევ" და უამრავი სხვა მსგავსი რამ...

"ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო, რადგან ყველამ ჩემს სიტყვებში რასისტული კონტექსტი დაინახა. ჩემში რასიზმის წვეთიც არ არის, მხოლოდ ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული. ზოგი მუსლიმანია, ზოგი იუდეველი, არიან პუერტორიკოელები, დომინიკანელები, თეთრები... ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი გული
სიყვარულის გარდა ვერაფერს იტევს. იმის თქმა მსურს, რომ თუკი ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი. უბრალოდ ვერთობოდი და სინამდვილეში სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი.

რაც შეეხება პაკიაოს, მას სერიოზულად სჯერა, რომ საუკეთესოა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ საუკეთესო თავად ვარ. ჩვენს შორის განსხვავებაც ესაა. მსურს, რომ მენის საკუთარი უძლეველობის მართლაც სჯეროდეს. ასე ის 41 მოკრივეც ფიქრობდა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ეგონათ, რომ მომიგებდნენ, მაგრამ 41-ვე შემთხვევაში პირიქით მოხდა", - თქვა მეივეზერმა.

ისე, სამართლიანობა მოითხოვს, ფლოიდს დავეთანხმოთ – 33 წლის ამერიკელმა პროფესიულ რინგზე 41 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო, მათ შორის 25 – ნოკაუტით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული