მენი პაკიაო ტიმოტი ბრედლის შემდეგ წავა

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, ფილიპინელი მენი პაკიაო (54-3-2, 38KO) შემდეგ ბრძოლას ტიმოტი ბრედლის (28-0, 12KO) წინააღმდეგ გამართავს. არ არის გამორიცხული, ეს "პაკმენისთვის" ბოლო ბრძოლა იყოს კარიერაში. ამის შესახებ ინტერვიუში თავად მოკრივემ განაცხადა.

კერძოდ, პაკიაოს ბიბლიის შესწავლა სურს. ის ამბობს, რომ ღმერთისადმი რწმენა დაეხმარა აზარტული თამაშების მიტოვებაში, აგრეთვე ალკოჰოლზე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან კავშირებზე უარის თქმაში.

გარდა ამისა, მენი არც პოლიტიკური კარიერის მიტოვებას აპირებს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პაკიაომ, შესაძლოა, კარიერა 2013 წელს დაასრულოს. თუ მენი დანაპირებს აასრულებს, მისი ბრძოლა
ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან აღარ შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბრედლისთან ბრძოლა 9 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული