გულშემატკივრები რინგზე შეიჭრნენ და მოკრივე ჩაქოლეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
IBF-ის ვერსიით მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, რომელიც არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში გაიმართა, დიპლომატიური სკანდალით დასრულდა.

ბრძოლა ფილიპინელ ჯონრილა კასიმეროსა და არგენტინელ ლუსი სარატეს შორის მიმდინარეობდა. ფილიპინელმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკდაუნით მოიგო. გამარჯვებულის გამოცხადების დროს არგენტინელმა გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და კასემიროსა და მის გუნდს ჯერ სკამები და ბოთლები დაუშინეს, შემდეგ კი რინგზე შეუვარდნენ და ცემა დაუწყეს.

ბრძოლაში გამარჯვებული ბრბოს ჩაქოლვისგან პოლიციამ იხსნა, რომელმაც აზიელი მოკრივე რინგიდან გაიყვანა. ინციდენტის შემდეგ გაირკვა, რომ საავადმყოფოში შეხვედრის რეფერი, ედი კლაუდიო მოხვდა. თავად ბრძოლის დროს
ლასარტემ კასიმეროს მხარზე ორჯერ უკბინა.

ინციდენტთან დაკავშირებით ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული