ალის იუბილე იანვარში იყო და მაშინ საზეიმო ღინისძიებები მოჰამედის მშობლიურ ქალაქში - კენტუკიში გაიმართა. ამჯერად "დიადისთვის" მისალოცად ლას ვეგასში შეიკრიბებიან. საღამოდან მიღებული თანხა ორ სამედიცინო ცენტრში გადაირიცხება, რომლებიც ტვინის გამოკვლევებზე მუშაობენ. თავად ალის პარკინსონის დაავადება აქვს.
საღამოზე გამოსვლას აპირებს სტივი უანდერი, დევიდ ბექჰემი, ლარი კინგი და ბევრი სხვა ვარსკვლავი. თავად მოჰამედის სცენაზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ თავის
ღონისძიებაზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 1.5 ათასი დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი - 100 ათასი. ამ თანხად შესაძლებელი იქნება ცნობილ ადამიანებთან "ცოცხლად" ურთიერთობა. მომდევნო დღეს ასევე გაიმართება კონცერტი ლენი კრავიტცის მონაწილეობით. ორგანიზატორების თქმით, ისინი საერთო ჯამში 27 მილიონი დოლარის შეგროვებას ვარაუდობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"