ვიტალი კლიჩკომ დერეკ ჩისორა დაამარცხა

AutoSharing Option
შაბათს, 18 თებერვალს უკრაინელმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ ბრიტანელი დერეკ ჩისორა დაამარცხა და მსოფლიო საკრივო საბჭოს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ბრძოლა მიუნხენში გაიმართა.

12 რაუნდის შედეგების მიხედვით მსაჯებმა უკრაინელს გამარჯვება ერთხმად მიანიჭეს, ანგარიშით 118:110, 118:110, 119:111. კლიჩკოს უპირატესობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მეტოქის ნოკაუტში ჩაგდება მაინც ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის წინ აწონვის ოფიციალური პროცედურის დროს ჩისორამ კლიჩკოს სილა გააწნა (იხილეთ ვიდეო). უკრაინელმა მოკრივემ შეუარცხყოფაზე არ უპასუხა, აღნიშნა რა, რომ ძალიან გამოცდილია იმისთვის, რომ მსგავს პროვოკაციაზე წამოეგოს.

კლიჩკო ბრიტანელს საკუთარი უპირატესობის
დამტკიცებას რინგზე დაპირდა. ამასთან, მოსფლიოს საკრივო საბჭომ ჩისორა სამარცხვინო საქციელისა და სპორტისადმი უპატივისმცემლობის გამო 50 ათასი დოლარით დააჯარიმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეიძლება ითქვას ჩისორამ ორჯერ ,,ჩაისვარა" :) ერთხელ აწონვაზე და მეორეჯერ ... რინგზე. მასეც მოუხდება, კაცობაშიც ჩაიჭრა
არჩილ
14:27 19-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული