ამ შეტაკების წინაისტორია ასეთი იყო: ჩისორამ, თავის დროზე, უსიამოვნო რეპლიკები ისროლა ჰეის მისამართით დევიდისა და ვლადიმერ კლიჩკოს ბრძოლის შემდეგ, რომელიც შარშან გაიმართა და რომლის შემდეგაც ჰეიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. დევიდმა სწორედ პრესკონფერენციაზე მოისურვა პასუხის გაცემა.
პრესკონფერენციის წამყვანმა, აგრეთვე, ჩისორას პრომოუტერმა ფრენკ უორენმა ვერაფრით
ბუტი ამტკიცებდა, რომ ეს სწორედ ჩისორამ გააკეთა. ბოთლი მართლაც დერიკს ეჭირა ხელში, რომელსაც ერთ-ერთი მცველი აკავებდა. ჩისორა კი ამტკიცებდა, რომ ბოთლი მას ჩაარტყეს, შემდეგ მან ბუტის დაშოშმინება და სისხლის პირსახოცით მოწმენდა სცადა. დერეკი პრომოუტერს უხსნიდა, რომ თავი მას მისი გუნდის რომელიღაც წევრმა გაუტეხა.
"იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ეს კრივი არ არის", - განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ, რომელიც ძმასთან ერთად ღიმილით უცქერდა ამ "შოუს".
P.S. გუშინ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩისორამ ვერ მოასწრო მიუნხენის დატოვება. ის პრესკონფერენციაზე მომხდარი ჩხუბის გამო გერმანიის პოლიციამ დააკავა. ადგილობრივი სამართალდამცავები უკვე იძიებენ ამ საქმეს. აღსანიშნავია, დაპატიმრების ორდერი ჰეიზეც არის გაცემული, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ადგილსამყოფელი უცნობია.
შეგახსენებ, რომ ჩისორასა და კლიჩკოს შორის ორთაბრძოლა უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა (იხილეთ სტატია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"