მკვლელი სუპერმძიმეწონოსანი

AutoSharing Option
ცნობილი ნიკარაგუელი სუპერმძიმეწონოსანი ევანს ქუინი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 28 წლის მოკრივემ ძალადობა ქალაქ ბლუფილდსის ერთ-ერთ რესტორანში ჩაიდინა, სადაც ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

ქუინმა რესტორანში ვინმე რაულ ბენეტი შეამჩნია, რომელმაც ადრე მოკრივის ბიძაშვილს ესროლა, მის მაგიდასთან მივიდა და პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. ბენეტმა რესტორნის სამზარეულოში დამალვა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

"ევანსი მაგიდიდან ადგა, სადაც ოჯახთან ერთად ვახშმობდა, ბენეტის მაგიდას მიუახლოვდა და სროლა დაიწყო, - ასე აღწერა ინციდენტი რესტონრის მენეჯერმა ანდრეა გილიენმა. - შოკში მყოფი რაული
სამზარეულოს მიმართულებით გაიქცა, მაგრამ ამან არ უშველა".

ევანს ქუინმა პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა, 20 მოიგო (18 - ნოკაუტით), ექვსი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. თავის ბოლო ბრძოლაში (გასული წლის მაისი) ნიკარაგუელმა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო ამერიკელ სემ მიტჩელს. მანამდე მან სერგეი ლიახოვიჩთან და კალი მიჰენთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული