შტურმი მოგებით დაბრუნდა

AutoSharing Option

გასულ უქმეებზე რამდენიმე საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. მიმოხილვა დავიწყოთ პირველი უმჩატესი წონით, რომელშიც არგენტინელი მოქმედი ჩემპიონი ლუის ალბერტო ლაზარტე (48-9-1, 18 KO) ბუენოს აირესის რინგზე IBF-ის ტიტულს იცავდა ნერის ესპინოსასთან (29-6-1, 20 KO) ბრძოლაში.


შეხვედრა 12 რაუნდი გაგრძელდა და სამივე მსაჯმა მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა - 116:111.
მექსიკის ქალაქ გვადალახარაში WBA-ის ვერსიით ნახევრადმჩატე წონაში მსოფლიოს დროებითმა ჩემპიონმა ხორხე სოლისმა (39-2-2, 28 KO) საჩემპიონო ქამარი დაიცვა აქამდე დაუმარცხებელ ფრანსისკო კორდეროსთან (23-0, 15 KO) ორთაბრძოლაში. სოლისმა ორჯერ ნოკდაუნში გაგზავნა პრეტენდენტი და

მეექვსე რაუნდში მსაჯმა ჩემპიონის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა.
იმავე რინგზე პირველ უმჩატეს წონაში WBC-ის ჩემპიონმა ომარ ნინიომ (30-3-2, 12 KO) მეშვიდე რაუნდში მიაღწია გამარჯვებას რონალდო ბარერას (27-8-2, 17 KO) წინააღმდეგ.


საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც 14-თვიანი პაუზის შემდეგ რინგს დაუბრუნდა ცნობილი გერმანელი ფელიქს შტურმი (34-2-1, 14 KO). ვეტერანი იტალიელი ჯოვანი ლორენცოსგან იცავდა საშუალო წონაში WBC-ის ტიტულს.
მასპინძელს მხოლოდ პირველ ორ რაუნდში გაუჭირდა, ბრძოლის დანარჩენ ნაწილში კი შტურმი კარგად ხმარობდა თავის საფირმო ჯებს და მსაჯებს ეჭვი არ შეპარვიათ მის უპირატესობაში. ლორენცო მხოლოდ ბოლო რაუნდში გააქტიურდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.


მსაჯებმა ასეთი ანგარიში დააფიქსირეს: 117:111, 117:111, 118:111.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული