კაპიკები ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლისთვის

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლისთვის დერეკ ჩისორას ჰონორარმა დაახლოებით 710 ათასი დოლარი შეადგინა. ამ თანხაში შევიდა ე. წ. გარანტირებული ჰონორარი, რომელსაც ვიტალი კლიჩკოს კომპანია გადაიხდის, აგრეთვე ინგლისურ ტელეარხ Sky Sport-თვის ბრძოლის ტრანსლიაციის მიყიდვისგან მიღებული პროცენტი.

მაგრამ ამ თანხიდან ჩისორას, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი დარჩება. შეგახსენებთ, რომ ბრძოლის წინ კლიჩკოსთვის სილის გაწნაში ბრიტანელი WBC-ს 50 ათასს დოლარს გადაუხდის. ვლადიმერ კლიჩკოსთვის სახეში წყლის შესხმა 20 ათასი დოლარი დაუჯდება.

23 თებერვალს, გერმანულმა გაზეთმა BILD-მა დაწერა, რომ ყველაზე მკაცრი ჯარიმა ჩისორას ბრძოლის შემდეგ
პრესკონფერენციაზე დევიდ ჰეისთან მომხდარი ჩხუბის გამო ელის. ჯარიმის ოდენობა 100 ათასი დოლარი იქნება. სწორედ ასეთი თანხა "გაყინა" გერმანიის პროფესიონალ მოკრივეთა კავშირმა მოკრივის ანგარიშიდან.

ამას შეიძლება დაემატოს WBC-ის ჯარიმაც და საბოლოოდ, კლიჩკოსთან ბრძოლისთვის ჩისორას ჰონორარი, დაახლოებით 400 ათასი დოლარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული