უმცროსი კლიჩკოს ჯერია

AutoSharing Option
ორი კვირის წინ, უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ ბრიტანელი დერეკ ჩისორა დაამარცხა და შეინარჩუნა WBC ჩემპიონის ტიტული.

ახლა კი მისი უმცროსი ძმის - ვლადიმერ კლიჩკოს ჯერი დადგა, რომელიც სამი პრესტიჟული ვერსიით (WBA, WBO, IBF) ფლობს საჩემპიონო ქამარს.

შაბათს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში უკრაინელის მეტოქე იქნება 39 წლის ფრანგი ჟან-მარკ მორმეკი. ეს მოკრივე უფრო მძიმე წონაში გამოსვლით არის ცნობილი და 2000 წელს ამ კატეგორიაში ჩემპიონიც იყო. მაგრამ ახლა მორმეკს სურს გახდეს სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პირველი ფრანგი ჩემპიონი.

სხვათა შორის, მორმეკს აქვს სუპერმძიმეში გამოსვლის
გამოცდილება - 2010 წლის დეკემბერში მან უზბეკი თიმურ იბრაჰიმოვი დაამარცხა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოცდილებით ფრანგი ახლოსაც ვერ მივა უმცროს კლიჩკოსთან, რომელმაც თუ ნოკაუუტით მოიგო მომავალი ბრძოლა, ეს იქნება ამ ხერხით მის კარიერაში საიუბილეო - 50-ე გამარჯვება.

ბრძოლისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მეტოქეების მხრიდან იყო ტრადიციული მუქარის განცხადებები და ერთმანეთის დაშინების მცდელობა.

"მზად ვარ მორმეკთან საბრძოლველად. ჯერ ისევ მწყურია გამარჯვებები, ამიტომაც მომავალ ბრძოლას სრული სერიოზულობით მოვეკიდები. მორმეკი ძალიან მონდომებულია და უნდა პირველი ფრანგი ჩემპიონი გახდეს ჩვენს კატეგორიაში. ამასთან, ჩემთვის რთული იქნება ისეთ მეტოქესთან ჩხუბი, რომელიც ჩემზე გაცილებით დაბალია. სიმაღლე შეიძლება ჩემს უპირატესობად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, მორმეკს მომავალ ბრძოლაში შანსი არ აქვს", - განაცხადა უკრაინელმა ჩემპიონმა.

მორმეკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა იოლი არავისთვის იქნება: "კლიჩკოს დამარცხების დიდი სურვილი მაქვს. ჩემთან ჩხუბი ნებისმიერ მოკრივეს გაუჭირდება. არავისი მეშინია, სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი ძალა. მეეჭვება, ეს თვისება კლიჩკოსაც ჰქონდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული