მაიკლ ტაისონი - ახლა უკვე მსახიობიც

AutoSharing Option
მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი მაიკ ტაისონი ყველანაირი ხერხით ცდილობს "პურის ფულის" შოვნას: მიჰყავს სატელევიზიო გადაცემები, მონაწილეობს ფილმებში, ატარებს მტრედების შეჯიბრებებს...

ახლა კი სუპერმძიმე მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ლას ვეგასის მაცხოვრებლებისა და სტუმრების წინაშე გამოსვლით გაიუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას.

ლეგენდარული ამერიკელი მთავარ როლს შეასრულებს ერთი მსახიობის თეატრში. სპექტაკლის სახელწოდებაა - "მაიკ ტაისონი: უტყუარი სიმართლე".

მოქმედების ადგილია - ლას ვეგასის MGM Grand Hotel & Casino. სპექტაკლს 13-დან 18 აპრილამდე ყოველდღე ითამაშებენ. სეანსის დაწყების დრო - 20 საათი. ტაისონი მოყვება თავისი ცხოვრების
ყველა ტრაგიკული მომენტის შესახებ, კარიერის აღმასვლისა და დაცემის ეტაპებზე, აგრეთვე წარმოადგენს საკუთარ ვიდეორგოლებსა და ფოტოებს.

თუ ვინმეს გაუჩნდება კრივის ლეგენდასთან ხელის გადახვევის ან ფოტოს გადაღების სურვილი, ამისთვის 499 დოლარის გადახდა მოუწევს. უბრალოდ ტაისონის ცქერა და მოსმენა უფრო იაფი - 99 დოლარი ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული