ახლა კი სუპერმძიმე მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ლას ვეგასის მაცხოვრებლებისა და სტუმრების წინაშე გამოსვლით გაიუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ლეგენდარული ამერიკელი მთავარ როლს შეასრულებს ერთი მსახიობის თეატრში. სპექტაკლის სახელწოდებაა - "მაიკ ტაისონი: უტყუარი სიმართლე".
მოქმედების ადგილია - ლას ვეგასის MGM Grand Hotel & Casino. სპექტაკლს 13-დან 18 აპრილამდე ყოველდღე ითამაშებენ. სეანსის დაწყების დრო - 20 საათი. ტაისონი მოყვება თავისი ცხოვრების
თუ ვინმეს გაუჩნდება კრივის ლეგენდასთან ხელის გადახვევის ან ფოტოს გადაღების სურვილი, ამისთვის 499 დოლარის გადახდა მოუწევს. უბრალოდ ტაისონის ცქერა და მოსმენა უფრო იაფი - 99 დოლარი ღირს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"