გარიცხული დერეკ ჩისორა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯა ბრიტანელი დერეკ ჩისორა იმ სკანდალებისთვის, რომელიც მან მიუნხენში ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ მოაწყო.

ჩისორა WBC-ის ეგიდით ვერ ჩაატარებს ბრძოლებს იქამდე, სანამ აგრესიის მმართვის სპეციალურ კურსებს არ გაივლის.

უახლოეს პერიოდში WBC განიხილავს ჩისორას საქმეს, რის შემდეგაც ბრიტანელს ფულად ჯარიმას დააკისრებენ და დამატებით სანქციებსაც დაუწესებენ. გარდა ამისა, ჩისორა მოკვეთილია WBC-ის რეიტინგისგან.

უფროს კლიჩკოსთან ბრძოლამდე ჩისორამ აწონვის ტრადიციულ ცერემონიაზე სილა გააწნა მეტოქეს, რინგზე შეხვედრის დაწმებამდე ცოტა ხნით ადრე პირში დაგუბებული წყალი შეასხა სახეში ვლადიმერ
კლიჩკოს, ბოლოს კი, ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ეჩხუბა თანამემამულე დევიდ ჰეის.

ეს დისკვალიფიკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩისორა სხვა ვერსიებით ვერ შეძლებს ბრძოლების გამართვას. უფრო ადრე, გერმანიის კრივის კავშირმა ბრიტანელი 100 ათასი დოლარით დააჯარიმა. 14 მარტს დერეკის საქმეს განიხილავს ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭო. გარდა ამისა, ჩისორასა და ჰეის ჩხუბს გერმანიის პოლიცია იძიებს.

* * *
პარტია "უდარ"-ის ლიდერმა და WBC-ის ვერსიით მოქმედმა ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა.

"უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ კიევი მარტო ვერ იარსებებს და ვერ გადგება განზე იმ მოვლენებისგან, რომელიც ქვეყანაში ხდება.

მონაწილეობას მივიღებ კიევის არჩევნებში. ასევე, ჩვენი პარტია პარლამენტის არჩევნებშიც იყრის კენჭს", - განაცხადა კლიჩკომ უკრაინული ტელევიზიის ეთერში.

ვიტალი მესამედ იყრის კენჭს კიევის მერის პოსტზე: 206 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, 2008 წელს დედაქალაქის მერის ვადამდელ არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. 2006 წელს კლიჩკო კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული