ჩისორა WBC-ის ეგიდით ვერ ჩაატარებს ბრძოლებს იქამდე, სანამ აგრესიის მმართვის სპეციალურ კურსებს არ გაივლის.
უახლოეს პერიოდში WBC განიხილავს ჩისორას საქმეს, რის შემდეგაც ბრიტანელს ფულად ჯარიმას დააკისრებენ და დამატებით სანქციებსაც დაუწესებენ. გარდა ამისა, ჩისორა მოკვეთილია WBC-ის რეიტინგისგან.
უფროს კლიჩკოსთან ბრძოლამდე ჩისორამ აწონვის ტრადიციულ ცერემონიაზე სილა გააწნა მეტოქეს, რინგზე შეხვედრის დაწმებამდე ცოტა ხნით ადრე პირში დაგუბებული წყალი შეასხა სახეში ვლადიმერ
ეს დისკვალიფიკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩისორა სხვა ვერსიებით ვერ შეძლებს ბრძოლების გამართვას. უფრო ადრე, გერმანიის კრივის კავშირმა ბრიტანელი 100 ათასი დოლარით დააჯარიმა. 14 მარტს დერეკის საქმეს განიხილავს ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭო. გარდა ამისა, ჩისორასა და ჰეის ჩხუბს გერმანიის პოლიცია იძიებს.
* * *
პარტია "უდარ"-ის ლიდერმა და WBC-ის ვერსიით მოქმედმა ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა.
"უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ კიევი მარტო ვერ იარსებებს და ვერ გადგება განზე იმ მოვლენებისგან, რომელიც ქვეყანაში ხდება.
მონაწილეობას მივიღებ კიევის არჩევნებში. ასევე, ჩვენი პარტია პარლამენტის არჩევნებშიც იყრის კენჭს", - განაცხადა კლიჩკომ უკრაინული ტელევიზიის ეთერში.
ვიტალი მესამედ იყრის კენჭს კიევის მერის პოსტზე: 206 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, 2008 წელს დედაქალაქის მერის ვადამდელ არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. 2006 წელს კლიჩკო კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"