31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით სტამბოლში 40 საუკეთესო არბიტრისთვის WSB-ს მსაჯთა სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზურაბ ტიბუა მონაწილეობდა. ეს იყო პირველი სემინარი WSB-ს ოფიციალური შეჯიბრების წინ. მსაჯებმა პრაქტიკული და წერითი გამოცდები ჩააბარეს. გამოცდებში წარმატებულნი სამსაჯოდ სამ კონტინენტზე (ამერიკა, ევროპა, აზია) გადანაწილდნენ. თითო კონტინენტზე მხოლოდ 10 მსაჯი შეარჩიეს.
ზურაბ ტიბუამ წარმატებით ჩააბარა მკაცრი გამოცდები და იგი აზიის კონტინენტზე იმსაჯებს (ბაქო, ასტანა, დელი, პეკინი). შეჯიბრებები 18-19 ნოემბერს სამივე კონტინენტზე ერთდროულად დაიწყება გუნდური პრინციპით, შემდეგ კი სამივე კონტინენტიდან გამარჯვებული 2-2
ცნობისათვის: WSB არის AIBA-ს მიერ შექმნილი პროფესიული ლიგა და მასში გაერთიანებულია 196 ნაციონალური ფედერაცია. მოკრივეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც AIBA-ს, ასევე პროფესიონალთა შეჯიბრებებში. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისთანაც WSB-მ ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოდან კობა ფხაკაძე და ბექა ლობჟანიძე აზიის (ბაქოს) გუნდში მოხვდნენ, ხოლო გიორგი კილანავა - საფრანგეთის ზონაში, კახაბერ ჟვანია და ნიკოლოზ იზორია რეზერვში აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება ბარბადოსს, მის დედაქალაქ ბრიჯთაუნში 6 სექტემბერს სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა 10 წონით კატეგორიაში. საქართველო 30-ზე მეტ მონაწილე ქვეყნებს შორისაა და ბათუმელ მარიკა ხორავათია წარმოდგენილი (მწვრთნელი გოჩა აბაშიძე). სამსაჯოდ მიიწვეულია ტარიელ გოგოჭური. ეს ინტეგრაცია საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივნის, ვლადიმერ ახალკაცის დამსახურებაა. ამასთან, ბატონი ვლადიმერი მონაწილეობს არჩევნებში - AIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია. კონგრესი ალმათიში (ყაზახეთი) 1-2 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ზურაბ ტიბუა სპეციალურად "ლელოსთვის" და SPORTALL.GE-სთვის ფოთიდან